პროექტი "ტრადიციები"
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო
თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ბოჭორიშვილი-კუხიანიძე მარინა
|
|
რაიონი
|
იმერეთი
|
|
სკოლა
|
ქუთაისის
24-ე საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ქუთაისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ქართულ-ინგლისური საახალწლო
ტრადიციების
მსგავსება-განსხვავება
|
||
თემის შინაარსი
|
||
შობა-ახალწელს საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან,
მნიშვნელოვანი და გამორჩეულია
იგი ინგლისელთათვისაც, ორივე
ქვეყნის ხალხს თავისი
დამოკიდებულება და ტრადიციები
გააჩნია ამ დღესასწაულის მიმართ,
მაგრამ, შესაძლოა, მსგავსებაც
ჰქონდეთ. სწორედ ამას
გამოიკვლევენ მოსწავლეები. პროექტის
მსვლელობის დროს მოსწავლეები გაეცნობიან სხვა
ქვეყნის ტრადიციებს, გაიღრმავებენ არსებულ
ცოდნას.
|
||
საგანი
|
||
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო, VII კლასი
|
||
განხორციელების დროის
ჩარჩო
|
||
1 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია
უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი
ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
შეარჩევს თემას ზეპირი
გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
·
მოიძიებს ან საგანგებოდ
ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან
სხვა თვალსაჩინოებას).
ქართ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
·
წარმოადგენს ზეპირი
ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით (მაგ., როგორ მოუყვებოდა ერთსა და იმავე ამბავს სკოლის დირექტორს,
მეგობარს, პატარა და-ძმას და სხვ.).
ქართ. VII. 10.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
·
იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს
(მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა,
ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·
აანალიზებს იმ ფაქტორებს,
რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის
დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
|
||
პროექტის სასწავლო
მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები შეძლებენ:
გააანალიზონ ორი ქვეყნის ტრადიცია, გაავლონ
პარალელი, აღმოაჩინონ
მსგავსება-განსხვავება, განუვითარდებათ ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და
კრიტიკული აზროვნების უნარები,
გაუაქტიურდებათ გუნდური
მუშაობისა და პრეზენტაციის უნარი, ისტ-თან მუშაობის
უნარ-ჩვევები.
პროექტის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა გაანალიზეს
ორი ქვეყნის (ინგლისისა და
საქართველოს) საახალწლო
ტრადიციები, გაავლეს პარალელი
და აღმოაჩინეს მსგავსება-განსხვავება, ინფორმაციების მოძიების ,დახარისხების და
წარდგენის შემდგომ განუვითარდათ ინფორმაციაზე მუშაობის ,შეფასებისა და
კრიტიკული აზროვნების უნარები, გაუაქტიურდათ გუნდური
მუშაობის, პრეზენტაციისა და
ისტთან მუშაობის უნარი.
|
||
მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რისთვის არის
საჭირო ტრადიციები?
|
|
თემატური კითხვები
|
რამდენად მეხმარება ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ცოდნა ღირებულებებისა და
ფასეულობების ჩამოყალიბებაში?
სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებიდან რომელს გამოარჩევდით?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რომელ
კუთხეში უწოდებენ ახალწელს
კალანდას?
აღნიშნავენ თუ
არა ბედობას ინგლისში?
რა
რიტუალს ასრულებენ ახალიწლის
საღამოს ინგლისსა და
საქართველოში?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის
ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
21-ე
საუკუნის უნარჩვევები:
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ
პრობლემასთან დაკავშირებით;
შემოქმედებითობის და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფიდან
გამომდინარე გადავწყვიტე შემერჩია
თემა „ ქართულ -ინგლისური საახალწლო
ტრადიციების
მსგავსება-განსხვავება“.
კარგად მქონდა გააზრებული
რომ დამჭირდებოდა კოლეგის,
ადმინისტრაციისა და მშობლების
დახმარება. ამიტომაც შევქმენი
პუბლიკაცია, რომლის მიზანი
იყო პროექტისთვის აქტიური
მხარდაჭერა. იმისათვის, რომ მოსწავლეები
გამეყვანა მაღალ სააზროვნო
უნარებზე, შევარჩიე ის საგნის
სტანდარტები, რომელთა ინტეგრირებაც მჭირდებოდა
პროექტში. ასევე შევარჩიე
21_ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დიდი სურვილი მქონდა მოსწავლეები
თავად მისულიყვნენ პროექტის
თემამდე. ამიტომ დავსვი
კითხვები. მთელი პროექტის
მანძილზე ვახდენდი ვ-მ-ვ
ცხრილის შევსება-შეფასებას, ვიცავდი
საავტორო უფლებებს და
ბიბლიოგრაფიას. პროექტის ყველა
ეტაპზე ვახდენდი სხვადასხვა
ტიპის შეფასებებს, მოსწავლეები
დავყავი ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს
მივეცი შესაბამისი სამუშაო.
პირველი–მეორე კვირა
დავსვით ზოგადი შეკითხვა,
რისთვის არის საჭირო
ტრადიციები?
პირველ რიგში გავარკვიე
ყველა მოსწავლემ იცოდა
თუ არა რა
არის საზოგადოდ ტრადიციები,
ან თვითონ თუ
მიუღიათ რომლიმე ქართულ
ტრადიციაში მონაწილეობა, ხომ
არ უნახავთ რომელიმე
ქართული ფილმი, რომელშიც
ყურადღება გამახვილებულია ტრადიციებზე, უმრავლესობამ იცოდა,
მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც,
ვინც არ იცოდა,
ამიტომ მათ დროებით დამკვირებლის როლი
მივეცით. კლასში
არსებული ჯგუფები კი
ინაწილებენ სამუშაოს, რათა
კვირის ბოლოს შეძლონ
საპრეზენტაციოდ ფლიფჩარტის მომზადება.
კვირის ბოლოს ვისმენთ
თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას, თუ
რამდენად საინტერესო იყო
მათთვის სამუშაო თემა, რთული
იყო თუ არა
აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.
მნიშვნელოვანია, როგორ მოიძიეს,
დაახარისხეს და რამდენად
მოწესრიგებული, დახვეწილი სახით
წარმოადგინეს ნამუშევრები. ასეთი
სახით მუშაობა მნიშვნელოვანი და
მიმართულების მომცემია ჩემთვის
განვსაზღვრო, თუ რომელი
ჯგუფისთვის რა სახის
სამუშაოს მიცემა იქნება
მიზანშეწონილი. მოსწავლეები
შეთანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე,
ხოლო ზოგჯერ განსხვავებული აზრი
ექნებათ. მოცემული აქტივობა
მოსწავლეებს საშუალებას მიცემს
განიხილონ საზოგადოდ ტრადიციები,
რისთვის გვჭირდება მისი
დაცვა და აქვთ თუ
არა სხვა ქვეყნებს
(ინგლისს) მსგავსი ტრადიციები.
შეიძლება გამოიყენონ ვენის
დიაგრამა ტრადიციების შესადარებლად.
მესამე კვირა
მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციებს კონკრეტულ
ტრადიციაზე ახალ წელზე, როგორ ხვდებიან
ახალ წელს იმერეთში.
გურიაში, რაჭაში, სვანეთში,
კახეთში, ქართლში, ხევსურეთში
და სხვა კუთხეებში,
ამავე დროს გაიგებენ
რა მნიშვნელოვანი და
გამორჩეული რიტუალები იციან
ახალ წელს ინგლისში,
გააკეთებენ ვენის დიაგრამას შექმნიან მულტიმედიურ პრეზენტაციას
სადაც ინგლისისა და საქარტველოს საახალწლო ტრადიციების შედარებითი და
შეპირისპირებითი ანალიზი გაკეთდება ბავშვებს დაურიგდებათ და განიხილება პრეზენტაცის
რუბრიკა მუშაობისას მოსწავლეების პროგრესის შესამოწმებლად. პრეზენტაციის რუბრიკა
შეიძლება გამოვიყენოთ პრეზენტაციის ფორმალურად შეფასებისათვის.
|
თ. პერტაია, ლ.
სიდამონიძე. ბ. ბასილაძე, მ.ხანგავა, რ. შავშიშვილი, ცქიფურიშვილი
ჯგუფები მოამზადებენ
სლაიდ-შოუს პრეზენტაციისთვის, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
|
||
II ეტაპი
|
მოძიებული
მასალის დახარისხება ანალიზი და ორგანიზება.
ჯგუფები შეიკრიბონ, მოიძიონ მასალა ინტერნეტის
საშუალებით, შეაგროვონ მასალები გაზეთის
გამოსაშვებად, სლაიდები და ვიდეოფილმები შესაბამის თემაზე
|
8.12 - 9.12
I-II ჯგუფი
10.12 -11.12 – 13.
12
III – IV ჯგუფი
14.12.- 15.12.16.12
V ჯგუფი
|
III ეტაპი
|
ჯგუფები შეიკრიბონ და
იმუშაონ პოვერ პოინტში
პრეზენტაციის მომზადებაზე, დაახარისხონ
მოძიებული ინტერნეტ რესურსები, გაუკეთონ ოპგანიზება თემების შესაბამისად, დაასრულონ კედლის გაზეთებზე
მუშაობა საჭიროების შემთხვევაში
კონსულტაციისათვის მიმართონ
ხელოვნების მასწავლებელს.
|
17.12 -18.12. –
19.12.
|
IV ეტაპი
|
მზადება
პრეზენტაციისათვის
ჯგუფები შეიკრიბონ,
იმუშაონ დანაწილებულ მასალაზე, დაგეგმონ
პრეზენტაციის მსვლელობა და დიზაინი, დახვეწონ მეტყველება
|
20.12
I-II ჯგუფი
21.12.
III – IV – V ჯგუფი
|
V ეტაპი
|
პროექტის წარდგენა
|
27. 12.
2018
|
პროექტის
მონიტორინგის განრიგი
პროექტის შიდა მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი
საგნის პედაგოგი:
ქართული ენა და ლიტერატურა –––– მარინა ბოჭორისვილი-კუხიანიძე
მონიტორინგი ხორციელდება 4 კვირის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევ დღეს.
მონიტორინგის
განრიგი
შეხვედრა (დრო
და ვინ ახორციელებს)
|
შესრულებული სამუშაოს
განხილვა
|
მითითებები, რჩევები
|
I
შეხვედრა
5. 12.
I-II ჯგუფებთან
პედაგოგი: მ.ბოჭორიშვილი-კუხიანიძე
|
მოძიებული მასალის შესაბამისობა თემასთან,ანალიზი და
ორგანიზების ხარისხი
მოძიებული ვიდეორგოლებისა და ფილმების
შესაბამისობა თემასთან, დროის ლიმიტის განსაზღვრა, მეტყველების დახვეწა, ინტონაციის სისწორე
|
ტ.კომახიძეს
მიეთითა შეუხამოს ერთმანეთს ზეპირი პრეზენტაცია
და საახალწლო სამზარეულოზე მოძიებული ვიდეოროლიკის თანმიმდევრობა,
ნ.კლდიაშვილის მოძიებული მასალა ძალიან დიდია, შეამციროს ამოიღოს
ძირითადი. მეტი ყურადღება
მიაქციონ მეტყველებას : ხუნწელიამ,
ესებუამ და შალამბერიძემ
|
II შეხვედრა
12. 12.
III-IV- V ჯგუფებთან
პედაგოგი: მ.ბოჭორიშვილი-კუხიანიძე
|
მოძიებული მასალის
შესაბამისობა თემასთან, ანალიზი და ორგანიზების ხარისხი.
მოძიებული ვიდეორგო-ლებისა და ფილმების
შესაბამისობა თემასთან, დროის ლიმიტის განსაზღვრა, მეტყველების დახვეწა, ინტონაციის სისწორე
|
სიდამონიძემ და
შავშიშვილმა---არ იჩქარონ,გარკვევით
ისაუბრონ. მორჩაძემ
დახვეწოს მეტყველება. საერთო
შენიშვნა:
მოძიებული
მასალა კარგია და თემის
შესაბამისი,თხრობის დროს აკონტროლონ ინტერნეტ-რესურსებთან დროში თანხვედრა, აკონტროლონ ეკრანი, რათა არ მოხდეს წინსწრება ან
ჩამორჩენა.
|
III შეხვედრა
19. 12.
|
მასალის
ანალიზი, მეტყველების დხვეწა, თანმიმდევრობის დაგეგმვა, მოძიებული ვიდეორგოლებისა და ფილმების შესაბამისობა თემასთან, დროის
ლიმიტის განსაზღვრა.
|
მოძიებული მასალები კარგია და თემის შესაბამისი,თხრობის დროს
აკონროლონ ინტერნეტ რესურსებთან დროში
თანხვედრა, აკონტროლონ ეკრანი, რომ არ მოხდეს წინსწრება ან
ჩამორჩენა, მეტი ყურადღება მიაქციონ მეტყველებას.
|
IV შეხვედრა
26. 12.
მთელ კლასთან
პედაგოგი:
მ.ბოჭორიშვილი-კუხიანიძე
|
პრეზენტაციაზე მუშაობა,
მასალის გაერთიანება, კედლის გაზეთების
დასრულება.
|
პრეზენტაციის საორგანიზაციო საკითხებზე ზეპირი კომენტარები
|
პროექტის მიზნის შესაბამისობა ე.ს.გ.-ის მოთხოვნებთან
|
პროექტის მიზანი
გამომდინარეობს ე.ს.გ.-ის სტანდარტით
გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებიდან
|
პროექტის სასწავლო
დისციპლინებთან კავშირი
|
პროექტი ძირითადად მოიცავს ქართულ დაინგლისურ
ენას, ამავდროულად დაკავშირებულია ხელოვნებასთან (კედლის გაზეთებისა და ვიდეორესურსების დიზაინი), ასევე მჭიდრო
კავშირშია ი.ს,ტ.-თან
|
თეორიული ცოდნის
პრაქტიკული გამოყენების უნარის
განვითარება
|
პროექტი ხორციელდება
ქართულ და ინგლისურ ენაზე, მისი
მიზანია მონოლოგიური
მეტყველების განვითარება,
ქართულ და ინგლისურ
ენაზე გაბმული მეტყველება
გულისხმობს ნასწავლი
ლექსიკისა და ენობრივ-გრამატიკული
კონსტრუქციების პრაქტიკულ გამოყენებას.
პროექტი მოიცავს ინტერნეტში
მასალის მოძიებასა და გამოყენებასა. ეს იგივეა, რაც ი.ს.ტ.-თან მუშაობის
უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება.
|
რა ცოდნის , უნარ-ჩვევისა და დამოკიდებულებების გავითარებაზეა მიმართული
პროექტი
|
მოსწავლეები
ეცნობიან და სწავლობენ ორი ქვეყნის კულტურას, ადარებენ და პოულობენ განმასხვავებელ ნიშნებს. ცოდნის მიღება
ხდება სხვადასხვა გზით კეთებით, მოსმენით, ყურებით, ამიტომ შეძენილი
ცოდნა ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება.
პროექტი გათვლილია
ჯგუფურ მუშაობაზე და ავითარებს როგორც სოციალურ,ასევე
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები
ეცნობიან რა უცხო კულტურას
ადარებენ მას საკუთარს, ავლებენ
პარალელს , ამით მათ უვითარდებათ
ტოლერანტული დამოკიდებულება და პატივისცემა
სხვა კულტურის მიმართ.
|
პროექტის დიზაინი
|
პროექტი კარგად
არის გაფორმებული, ვიზუალური მხარე
ესთეტიკურია, გამოყენებულია ვიდეო რგოლები, ფილმები, პოვერ- პოინტში დამზადებული პრეზენტაციები, მაგრამ არ არის გადატვირთული და საინტერესო სანახავია.
|
მონაცემების შეგროვების შემდეგ, გავარჩევთ
მათ კომპიუტერული ცხრილის
გამოყენებით. შევქმნით სქემებს მონაცემების წარმოსადგენად. საბოლოოდ, მოსწავლეები შექმნიან ვიკის
გვერდს, რომელიც შეაჯამებს შეგროვილ მონაცემებს და განათავსებენ ვიკის გვერდზე. დავეხმარები
მოსწავლეებს დასკვნის გაკეთებაში. დავაკვირდები
მოსწავლეებს მუშაობის პროცესში, დავუსვამ შეკითხვებს და გავაკეთებ ჩანიშვნებს
მათი პროგრესის შესაფასებლად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
საბოლოოდ მოამზადებენ მასალებს , გადავცემ მათ თანატოლთა უკუკავშირის ფორმას,
დავყოფ მოსწავლეებს მცირე
ჯგუფებად ნამუშევრების გაცნობისა და უკუკავშირის გაზიარების მიზნით. შემდეგ, მოსწავლეები დახვეწენ და
დაასრულებენ ნამუშევრებს თანატოლების შენიშვნების საფუძველზე.
დასკვნა
მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება
შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართავთ საკლასო სხდომას, რომელსაც მშობლები და
ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაესწრებიან. შეხვედრაზე განიხილავთ
მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას, მათ პრეზენტაციებს და დავაკვირდებით, როგორ მიიღებს აუდიტორია წარმოდგენილ მოსაზრებებს. პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიას დავასრულებთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით.
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური
საჭიროებები
|
დავურიგებ მოსწავლეებს ბროშურის
შაბლონს
დავურიგებ შესავსებ
სამუშაო ფურცლებს, რაც
მათ მასალის დამახსოვრებას გაუმარტივებს
დავრთავ ნებას აირჩიონ
საბოლოო პროექტზე მუშაობის
მეთოდი და საშუალებები
საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ მყავს
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეები
|
ყურადღებას ვაქცევ
რომ საბოლოო პროექტი
საზოგადოებრივი პროექტების
და პროგრამების ფართო
სპექტრს ითვალისწინებს რაც
ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად
გამოყენების საშუალებას იძლევა.
მოსწავლეებს ვახალისებთ,
რათა მათ არა
ზედაპირულად, არამედ
სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და
რთული პრობლემების კრეატიულ
გადაწყვეტილებას მიაგნონ.
|
|
სასწავლო თემისთვის
საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ
პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
იხილეთ
ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
პროექტორი, კომპიუტერი
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ
საავტორო უფლებების ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
მშობლები, ადმინისტრაცია
|
დანართი N 1
ჯგუფური
მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ქულა
|
სამუშაოს დაგეგმვა და ფუნქციების
ოპტიმალურად გადანაწილება
|
0––1–––3
|
ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება, ორგანიზება
და ფუნქციური გამოყენება
|
0––1–––3
|
ჩართულობა,ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა.
|
0––1–––2
|
კრეატიულობა,
ვიზუალური მასალის შექმნა და გამოყენება
|
0––1–––2
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა
|
10
|
პრეზენტაციის
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ქულა
|
მომზადებულია,
პერიოდულად იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერებს.
|
0––1–––2
|
მეტყველებს გარკვევით,წინადადებებს ლოგიკურად
აკავშირებს.ინტონაცია ,მახვილი ,გამოთქმა კარგია.
|
0––1–––2
|
მეტყველებისას იყენებს თემისთვის შესაფერის
ლექსიკას, ნასწავლ ენობრივ–გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
0––1–––2
|
აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს,ამყარებს
თვალით კონტაქტს,ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.
|
0––1–––2
|
იყენებს ვიზუალურ მასალას:ფოტოებს ,სურათებს,
ეკრანს იცავს დროის ლიმიტს.
|
0––1–––2
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა
|
10
|
პროექტის - „ქართულ
- ინგლისური საახალწლო ტრადიციების
მსგავსება - განსხვავება“
რეფლექსია
პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი –
კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული
მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი,
თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და
მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც
მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც
არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე
მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი
და შესაძლებლობები. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური
შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება. კერძოდ,
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც
უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა
საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია,
მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს,
ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი
ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს
მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა,
რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება. ვინაიდან დღეს
აქტუალურია პროექტებით სწავლება, გადავწყვიტე VII კლასში განმეხორციელებინა პროექტი ტრადიციებთან დაკავშირებით, რადგან ტრადიციები
არა მხოლოდ ალამაზებს ადამიანის
ცხოვრებას, არამედ ხელს უწყობს ისტორიული
ცნობების უკეთესად გაგებას. თითოეულ ერს
საკუთარი და სხვებისგან განსხვავებული ტრადიცია აქვთ. ქართული ტრადიციებიც გამოირჩევა თავისი სიძველითა
და ორიგინალურობით.ხანგრძლივი
ისტორიული განვითარების განმავლობაში
ქართველმა ხალხმა შეიმუშავა ცხოვრების საკუთარი წესი, შექმნეს მდიდარი
ტრადიციები , ზნე-ჩვეულებები, ადათები, დღესასწაულები და თაობებს მემკვიდრეობით დაუტოვეს.
სწორედ ერთ-ერთი ტრადიციის
გაცოცხლება და სხვა ქვეყნის ტრადიციასთან მისი მსგავსება - შედარების განსაზღვრა
გადავწყვიტეთ ამ პროექტით.
შობა-ახალწელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
სხვადასხვანაირად ხვდებიან
მნიშვნელოვანი
და გამორჩეულია იგი ინგლისელთათვის, ორივე
ქვეყნის ხალხს
თავისი დამოკიდებულება და ტრადიციები გააჩნია
ამ დღესასწაულის მიმართ, მაგრამ შესაძლოა, მსგავსებაც ჰქონდეთ. სწორედ ამას გამოიკვლევენ მოსწავლეები.
პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები გაეცნობიან
სხვა ქვეყნის ტრადიციას, გაიღრმავებენ არსებულ ცოდნას.
პროექტის მიზანი და
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა
მოიძიონ მასალები ორი ქვეყნის -საქართველოსა და ინგლისში არსებული საახალწლო
ტრადიციების შესახებ, გააანალიზონ,
გაავლონ პარალელი, აღმოაჩინონ მსგავსება-განსხვავება
მოძიებული მასალები დაახარისხონ , გაუკეთონ ორგანიზება, მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია, გამოიყენონ
ნასწავლი ლექსიკური
და გრამატიკულ
კონსტრუქ-ციები, ასევე მოამზადონ პრეზენტაცია „პოვერ-პოინტში“, გამოუშვებენ კედლის
გაზეთი.
პროექტი ხორციელდება
ქართულ და ინგლისურ ენაზე , მისი მიზანია
მონოლოგური მეტყველების განვითარება.
პროექტი მოიცავს ინტერნეტში მასალის მოძიებასა და გამოყენებას
ეს იგივეა რაც ი.ს.ტ.-თან მუშაობის უნარ–ჩვევების
პრაქტიკაში გამოყენება.
შედეგები: მოსწავლეები ფლობენ ზედა
დონის სააზროვნო უნარ–ჩვევებს: ანალიზის , სინთეზის , შეფასების ,
დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების, უცხო კულტურის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებისა და ისტ -თან
მუშაობის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეები წარმოადგენენ კედლის გაზეთებს.
პროექტის
მიზანი- მიზანი
გამომდინარეობს ე.ს.გ.-სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორებიდან
.
მასში გათვალისწინებულია თეორიული ცოდნის მიღება,
უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება.
|
პროექტის
სასწავლო დისციპლინებთან კავშირი :
პროექტი დაკავშირებულია ინგლისურ ენასთან ,
ხელოვნებასთან (კედლის გაზეთებისა და ვიდეო რესურსების დიზაინი), ასევე მჭიდროა კავშირი ი.ს.ტ.–თან.
რა
სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა
|
თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი :
პროექტი ხორციელ-დება ქართულ
და ინგლისურ ენაზე , მისი მიზანია მონოლოგური მეტყველების
განვითარება, რაც გულისხმობს ნასწავლი ლექსიკისა და
ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციების პრაქტიკულ გამოყენებას.
პროექტი მოიცავს ინტერნეტში მასალის მოძიებასა და
გამოყენებას ეს იგივეა რაც ი.ს.ტ.-თან მუშაობის უნარ–ჩვევების
პრაქტიკაში გამოყენება.
|
რა
ცოდნის,უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულებების
განვითარებაზეა მიმართული პროექტი :
მოსწავლეები
ეზიარებიან ორი ქვეყნის ტრადიციას და კულტურას. ცოდნის მიღება ხდება სხვადასხვა გზით:
კეთებით,მოსმენით ყურებით, ამიტომ
შეძენილი ცოდნა ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება.
პროექტი გათვლილია ჯგუფურ მუშაობაზე და ავითარებს
როგორც სოციალურ, ასევე საკომუნიკაციო
უნარ–ჩვევებს.
მოსწავლეები,ეცნობიან რა უცხო კულტურას, ადარებენ
მას საკუთარს, ავლებენ პარალელს, ეძებენ
მსგავსება-განსხვავებას და ამით მათ უვითარდებათ ტოლერანტული დამოკიდებულება
და პატივისცემა სხვა კულტურის მიმართ.
|
პროექტის
დიზაინი :
პროექტი
კარგად არის გაფორმებული, ვიზუალური
მხარე ესთეტიკურია , გამოყენებულია ვიდეო რგოლები და ფილმები, მაგრამ არ არის გადატვირთული
და საინტერესო სანახავია.
|
მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
დასახული მიზნის მიღწევა მოხერხდა, მთელი
4 კვირის განმავლობაში მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო პროექტში . მოსწავლეები დაიყვნენ 5 ჯგუფად,
აირჩიეს თემები და შეუდგნენ მუშაობას. ჯგუფებმა
მოიძიეს თემის შესაბამისი ლიტერატურა, ინტერნეტ
მასალები, შეაგროვეს მასალა კედლის გაზეთებისათვის.
შედგა ჯგუფებთან მუშაობისა და მონიტორინგის განრიგი და ყველაფერი წარიმართა მიზნის
შესაბამისად. 27 დეკემბერს მოხდა პროექტის
პრეზენტაცია . მოტივაცია იყო მაღალი,
მოსწავლეები წამოჭრილ პრობლემებს ერთმანეთთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის გზით უმკლავდებოდნენ ერთად ვსახავდით პრობლემის გადაჭრის გზებს. კარგად აფასებდენ რა გამოსდიოდათ კარგად და რა ვერ გააკეთეს ისე , როგორც მოეთხოვებო-დათ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს
თავი პროექტზე მუშაობას და მშვენივრად წარსდგნენ კლასის წინაშე მომზადებული პრეზენტაციებით.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
პროექტის ყველა აქტივობა მიმდინარეობდა გეგმის შესაბამისად
, პროექტზე მუშაობამ მოიცვა 4 კვირა. პროექტის მიმდინარეობის
პროცესში ყველა აქტივობა განხორციელდა წარმატებით.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული დ არატომ?
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო ბოლო კომპონენტში,
როცა მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები
წარუდგინეს აუდიტორიას, გამოავლინეს ცოდნა ,უნარ-ჩვევები,რომლებიც შეიძინეს პროექტის
მსვლელობაში. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ლამაზად გაფორმებულმა კედლის გაზეთებმა.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
ამ პროექტზე მუშაობამ მასწავლა, რომ თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი შემდეგი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად. ამ განხრით
გავეცნობი ლიტერატურას ან მივიღებ უკუკავშირს გამოცდილი კოლეგისაგან.
მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
პროექტის მიმდინარეობის
პროცესშია აქტივობის
დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა,
ყოველი აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, ყველა მათგანი წარმატებით განახორციელეს მოსწავლეებმა
მასწავლებელთან თანამშრომლობით.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
მუშაობის დროს ვერ გავითვალისწინე რა ზღვა
მასალასთან ექნებოდათ საქმე მოსწავლეებს, ამიტომ შემდგომში აუცილებლად
გავაუმჯობესებ პროექტის დაგეგმვის დროს მასალის
კლასიფიკაციის და საჭირო დოზით მოსწავლეებისათვის
მიწოდების პროცესს.
მარინა ბოჭორიშვილი - კუხიანიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий