სამოდელო გაკვეთილები

среда, 7 марта 2018 г.

ბლოგის შექმნის მიზანი




     ბლოგი  შევქმენი  2015  წელს  და  გადავახალისე  2018  წელს.  მთელი  ამ  წლების  მანძილზე  ვმუშაობ  მის  დახვეწასა  და  გაუმჯობესებაზე. ბლოგის საგანმანათლებლო დანიშნულებისაა.  საჯარო სკოლაში მუშაობის  მანძილზე  მე, როგორც  პედაგოგს,  დამიგროვდა  საკმაო  ცოდნა  და  პროფესიული გამოცდილება,  ამიტომ  გადავწყვიტე შემექმნა  ბლოგი,  რომლის  საშუალებითაც  ჩემს  პრაქტიკულ  გამოცდილებას  გავუზიარებდი  ჩემს  კოლეგებს,  მივიღებდი  მათგან  უკუკავშირს - რჩევებისა  და   რეკომენდაციების  სახით.
       ბლოგი  შინაარსობრივად   მრავალფეროვანია.  სარჩევში  მოცემულია  ჩემი  პედაგოგიური  საქმიანობის  ყველა  ის  მიმართულება , რომელიც  მნიშვნელოვანია როგორც  საგნობრივი  ცოდნის  გაღრმავებისთვის,  ასევე  სწავლების   მეთოდოლოგიისა  და  მიდგომების  დახვეწისათვის.  ჩემი ბლოგის „პორტფოლიო“  ელექტრონული მისამართია:

https://marinabo111.blogspot.com/

    
         ვინაიდან   სქემის  შექმნის  დღიდან  აქტიურად  ვარ  ჩართული  მის  განხორციელებაში ,  ამიტომ  მიწევს  მრავალი  სხვადასხვა  აქტივობის  განხორციელება, რომელთა  დამადასტურებელი  მასალა  აუცილებლად  აიტვირთება  ჩემს  ბლოგზე. 
აქ დაინტერესებულ პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ გაკვეთილების გეგმები , თემატურ-კალენდარული გეგმები, პრეზენტაციები, რესურსები .
ვინაიდან აქტიურად ვთანამშრომლობ კოლეგებთან ,  ბლოგზე ნახავთ ჩემ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს კოლეგებთან მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ საგანსა და ასევე სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიას. სკოლაში  ფუნქციონირებს  საწრეო და საკლუბო მუშაობა ,  მეც აქტიურად ვარ   ჩაბმული ამ აქტივობებში, სამუშაო პროგრამებს, ასევე სხვადასხვა განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ მასალებს იპოვით ბმულებზე საწრეო და საკლუბო მუშაობა.
     
მიმაჩნია,  რომ   ბლოგი   კარგად  მაქვს   ორგანიზებული :    მთავარ   გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ჩემ   შესახებ, განათლების სამინისტროს ლოგო,პირდაპირ ბლოგიდა შეიძლება მასზე გადასვლა და საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე აქვეა იუთუბის ლოგო ბლოგის სტუმარი .  ბლოგს აქვს სარჩევი და ბმულების საშუალებით შეიძლება გადასვლა თქვენთვის საინტერესო გვერდზე.   ხშირად შევდივარ და ვათვალიერებ   სტატისტიკურ   მონაცემებს და მიხარია ,  რომ  ჩემს ბლოგს ნახულობენ . ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომაწოდონ უკუკავშირი,  რათა   გავაუმჯობესო   ჩემი მუშაობა.





მე  მასწავლებელი   ვარ







                                         მოგესალმებით!

           მე  გახლავართ   მარინა  ბოჭორიშვილი-კუხიანიძე.  ვასწავლი  ქ.  ქუთაისის  #24  საჯარო  სკოლაში,  ვარ  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი.